09:14 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 15:28:50, 1302 ნახვა

კომენტარი
ცენტრალურ მაგისტრალებზე მოსასვენებელი ადგილების აშენებასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოში ცენტრალურ მაგისტრალებზე მოსასვენებელი ადგილები აშენდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,  კერძო სექტორთან დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუმცა, მისივე  თქმით, თუკი  კერძო სექტორი  შესაბამის დაინტერესებას არ გამოხატავს, გასაჩერებელი ადგილების ასაშენებლად თანხა მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა:

„მოსასვენებელი ადგილების რაოდენობა ძირითად მაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მაგისტრალზე უკვე განსაზღვრულია, ეს არის უკვე პროექტში გაწერილი და პირველი  უკვე აშენებულია გორის მიმდებარე ტერიტორიაზე ორივე მხრიდან. მსგავსი ტიპის  მოსასვენებელი ადგილები   ამ ცენტრალურ მაგისტრალზე უკვე განსაზღვრულია, თუმცა ჩვენ კიდევ 22 მიმართულება გვაქვს.ჩვენი ამოცანაა, ეს პროექტები კერძო სექტორმა განახორციელოს. თუმცა,  იმდენად პრიორიტეტულია საქართველოში მოსასვენებელი ადგილების ქონა ძირითად მაგისტრალებზე, თუ კერძო სექტორი  არ გამოხატავს შესაბამის ინტერესს, მთავრობა გაითვალისწინებს ამას და უკვე მთავრობის ბიუჯეტიდან მოხდება რაღაც პროექტების დაფინანსება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად უკვე რამოდენიმე ადგილის იდენტიფირიება გავაკეთთ, იმ ადგილების, რომელიც  სახელმწიფო მფლობელობაშია, მზად ვართ, ველაპარაკოთ კერძო სექტორს იმ პირობებზე, თუ რა პირობებით გადავცემთ  მიწას იმისათვის, რომ მოეწყოს კონკრეტული გასაჩერებელი ადგილები. გარდა ამისა, გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი და ბათუმი, შეიქმნას დამატებითი საპირფარეშოები“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics