|
2015-03-24 09:37:28, 997 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა ბიზნესომბუდსმენს უკვე დავავალე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მთავრობაში ისრაელის ინვესტორებსა და საჭირო უწყებებს შორის კომუნიკაციისათვის საკონტაქტო პირი უნდა გამოიყოს. როგორც პრემიერი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, მან ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა ბიზნეს ომბუდსმენს უკვე დაავალა. „მინდა გამოვეხმაურო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს საკონტაქტო პირი ისრაელის ინვესტორებსა და საჭირო უწყებებს შორის კომუნიკაციისთვის. ცნობისთვის, ებრაელი ბიზნესმენი მეირ შავიტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მასზე სახელმწიფო მოხლეები ზეწოლას ახორციელებენ. „ბატონო ირაკლი მე ებრაელი ინვესტორი ვარ ისრაელიდან მეირ შავიტი - მხატვარი დიზაინერი - გეხსომებით ალბათ .... გასაქცევად მიქმნიან საქმეს კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები და ვერავის ვერ მოგაწვდინეთ ხმა ,,, იქნებ თქვენ მაინც მომაქციოთ ყურადღება ... ბოდიშს ვიხდი რომ აქ ვწერ ... ყველა გზა ამოვწურე და ხმაური კი არ მინდა ! გთხოვთ!“, - ამბობს მეირ შავიტი. ამასთან, პოლიტიკურმა გაერთიანება „რეფორმატორებმა“ ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ფინანსთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია ებრაელი ბიზნესმენის მეირ შავიტის მიმართ რამდენიმე მილიონი ლარის გამოძალვის მიზნით ტერორს ახორციელებს. გუშინ, კი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, ისრაელელი ინვესტორის მეირ შავიტის საკითხს გამოეხმაურა. როგორც იციკ მოშე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმე თვიანი ყოფნა, ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. ეს კი, მოშეს შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიზნეს ფორუმებზე გაცხადებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ მთავრობა ინვესტორთა დაცვის გარანტორი იქნებოდა. მან საქართველოს პრემიერს მიმართა, რომ ისრაელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნება გამოიყოს, რომელიც ისრაელელი ინვესტორებისთვის, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, იქნება საკონტაქტო პირი, რომელსაც ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეეძლება საჭირო უწყებებს ინვესტორების პრობლემები და ინტერესები გააცნოს.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)