|
2016-11-30 18:07:14, 1525 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შულცი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეული იქნება
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შულცის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგს შეეხო. „ვისაუბრეთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ სიტუაციაზე, მეზობლებთან ურთიერთობებზე, გეოსტრატეგიულ განვითარებაზე. ინტენსიურად განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. დეტალურად განვიხილეთ მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები. მე პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება. მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, პრემიერ-მინისტრს მივეცი გარანტია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაცვა უცვლელი პრინციპია, თქვენ შეგიძლიათ ტერიტორიულ საკითხში ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, - განაცხადა მარტინ შულცმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)