15:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 17:44:10, 1493 ნახვა

ეკონომიკა
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულებამ 2.57 ლარს მიაღწია

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.49-დან 2.57 ლარამდე მერყეობს.

"საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.57 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.49 ლარად.

"თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.5680 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4900 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარი 2.5550 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4950 ლარად შეგიძლიათ.

ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.5450 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.4950 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.5540 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5040 ლარად არის შესაძლებელი.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.56 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.49 ლარად არის შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.5650 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4950 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება

„ფინკა ბანკს“, აქ 1 დოლარი 2.5470 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.5170 ლარს მიიღებთ.

ცნობისთვის, ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5311 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5078 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0233 ლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics