|
2016-11-29 17:24:44, 1362 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: სტუდენტების ერთი ჯგუფი ხელს უშლის ათასობით სტუდენტის სწავლას
განათლებისა და ემცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია #115-ის წევრების მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის შენობის დაკავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ჯეჯელავამ სტუდენტებს მოუწოდა, სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალონ. ჯეჯელავა გამოხატვის ამ ფორმას ძალიან ნეგატიურად აფასებს: „სტუდენტების ერთი ჯგუფი ამ ფორმით გამოხატავს თავის მოთხოვნებს და ხელს უშლის ასობით, ათასობით სტუდენტის სწავლას. ჩვენ ძალიან ნეგატიურად ვაფასებთ გამოხატვის ამ ფორმას. მით უმეეტს, მიგვაჩნია, რმო მოთხოვნების უმეტესობა, რომელიც მათ აქვთ ან უკვე შესრულებულია, ან დაწყებულია მათი სესრულება. ყოველ შემთხვევაში ყველა კარი ღიაა. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ამ სტუდენტებს, ნუ შეუშლიან ხელს სასწავლო პროცესს. ნუ შეუშლიან ხელს თავის მეგობრებსა და თანატოლებს სწავლის გაგრძელებაში. გამოხატონ პროტესტი ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მით უმეტეს, ყველა საკითხი, რასაც ითხოვენ მოგვარების პროცესშია“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)