15:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 16:24:01, 1695 ნახვა

ეკონომიკა
2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში.

კვირიკაშვილის თქმით, ეს კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, მათი მიღებული მოგება გადასახადების  ნაცვლად,   ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად მიმართონ:

„2014 წლის მეორე ნახევრიდან  ჩვენს რეგიონში მნიშვნელიოვნად შემცირდა ეკონომიკური ზერდის ტემპები. რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც დაფიქსირდა.საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი  ცვლილება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, რეგიონში რჩება საკმაოდ  დაბალი ზრდის დინამიკა.ამიტომ, გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენს ქვეყანაშიც იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რაც აუცილებელია ადამიანების დასაქმებისათვის  და მათი შემოსავლების ზრდისთვის. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების  მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება გადასახადების  ნაცვლად მიმათონ  ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მხოლოდ მოგების გადასახადიას გაუქმებით, წელიწადში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი რჩება ბიზნესში რეინვესტრიეებისთვის და 4 წლის  განმავლობაში მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ, მინიმუმ ორი მილიარდი ლარის დამატებითი რეინვესტირების შედეგად შეიქმნება  მინიმუმ 40 000 ახალი  სამუშაო ადგილი. ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის  და ზოგად ქვეყნის ეკონომიკის  მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის ვგეგმავთ დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics