05:04 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 10:18:33, 2906 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საფრანგეთმა აგვისტოს ომის დროს

„ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი მსოფლიო, ეს იყო ნათელი დემონსტრირება იმის, თუ რა ძალა აქვს ერთობას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,  ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გამოსავალი.

“ჩვენ ჩამოვედით, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა ფრანგი ხალხისადმი. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საფრანგეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დროს. დღეს ქართველი ხალხი და ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით", - აღნიშნა პრემიერმა.

პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, დღეს პარიზში გამართულ «ერთობის მარშში» მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics