07:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 12:15:03, 416 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარუდგინა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ უკვე ოფიციალურად განწესებული  სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და ვუთხრა მადლობა ყველა იმ პირს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობდა. ეს პროცესი თავიდანვე საზოგადოების ხელში გადავიტანეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად იმისთვის, რომ აგვემაღლებინა სასამართლოს ავტორიტეტი, განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ და,  რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველა დიდ პატივს უნდა ვცემდეთ. ამ მართლა ღია პროცესის შედეგად ჩვენ დღეს გვყავს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც თქვენ ჩემზე დიდი ხანია იცნობთ. მე მას მომავლის დიდი იმედით წარგიდგენთ ", - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics