13:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:24:19, 1778 ნახვა

სამართალი
პროექტის გახდი სასამართლოს მეგობრის თეორიული კურსი დასრულდა

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ პროექტით „გახდი სასამარლოს მეგობარი“ გათვალისწინებული თეორიული კურსის ეტაპი დასრულდა.  

პროექტის ფარგლებში, 24 ნოემბერს, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ სადისკუსიო კლუბში  შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილება მიიღო მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომელმაც პროექტის მონაწილეებსა და დაინტერესებულ პირებს, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებს თავისი მოსაზრებები გააცნო. 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგოც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ეფექტური პრაქტიკის განხორციელებისათვის საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაზეც ორგანიზაცია მუშაობს და კანონპროექტის დასრულების შემდგომ, ინიციატივას პარლამენტს წარუდგენს.

პროექტის თეორიული კურსის დასრულების შემდგომ, პრაქტიკული დავალების ფარგლებში, გამარჯვებულების გამოსავლენად ორ ტურიანი კონკურსი მიმდინარეობს. სხვადასხვა ორგანიზაციებითა დაკომპლექტებული ჟიური დეკემბრის თვეში, პროექტის ორ გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში (2017 წლის იანვარი - ივნისი), თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე, ზაზა მეიშვილის ჩართულობით 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას მოამზადებენ.  პროექტის გამარჯვებული მონაწილეები მომზადებული სასამართლოს მოსაზრებებში, ჰონორარის სახით 500-500 აშშ დოლარს მიიღებენ. 

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics