|
2016-11-24 15:18:57, 1204 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმები ამოქმედდეს
2008 წლიდან მოყელებული ორივე ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, მანამდე არსებული საერთაშორისო მისიები შეწყდა და ის რეალობა მივიღეთ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს ფაქტობრივად ექსკლუზიურად აკონტროლებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმები ამოქმედდეს. "ვიდრე ეს ამოცანები იქნება მიღწეული, ვიდრე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აქ 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას ასევე არ ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს მანდატი, შეძლებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს შესვლას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხები იყოს ყველა ფორმატში და მათ შორის ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც. ადამიანის უფლებების საკითხი იყო და რჩება მთავარ თემად. 2 წელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მდგომარეობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად, მზარდი მხარდაჭერით, მიიღება დევნილთა დაბრუნების უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია", - განაცხადა ციხელაშვილმა. მისივე თქმით, 2 დღის წინ ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ფიგურირებს. "ყველა ამ ანგარიშში არის გიგა ოთხოზორიის მკვლელობა და მკვლელის დასჯის აუცილებლობა. ჩვენი ამოცანაა, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი", - აღნიშნა ციხელაშვილმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)