13:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 23:01:32, 3304 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში მადლიერების დღის აღსანიშნავად ემზადებიან

24 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. 

მადლიერების დღე თავისი ტრადიციული ატრიბუტებით პირველად პლიმუთის პლანტაციებში 1621 წელს აღინიშნა. მადლიერების დღე, როგორც ეროვნული უქმე დღე აღინიშნება 1863 წლიდან, აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით.

დღესასწაულს უმეტესად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება. მადლიერების დღე კანადაში აღნიშნება ოქტომბრის მეორე ორშაბათს, ხოლო შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.

მადლიერების დღის აღნიშვნის განსაკუთრებული ტრადიციები აქვთ შეერთებული შტაბებში. მაგალითად, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს აშშ-ში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ინდაური, თუმცა თეთრ სახლში 1940 წლიდან სხვა - ინდაურების შეწყალების ტრადიცია დამკვიდრდა. 

1940-იანების შუა წლებში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ჰარი ტრუმენს ეკავა. მაშინ მან პირველად შეიწყალა დასაკლავად განწირული ინდაური. ტრუმენს სხვა პრეზიდენტებმაც მიბაძეს, თუმცა ცერემონიას ოფიციალური სახე მხოლოდ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მისცეს. 



ნიუ-იორკში მადლიერების დღის ტრადიციაა Macy's აღლუმი. მანჰეტენზე ამ დღეს ნამდვილი დღესასწაული ეწყობა, რომელსაც  მილიონობით ადამიანი ესწრება.



 

გასულ წელს Macy's ტრადიციის არსებობის 89-ე წელს აღნიშნავდა. Macy's Thanks giving Day Parade პირველად რადიოთი გადასცეს. 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics