12:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 11:21:03, 1615 ნახვა

სამართალი
თაღლითობის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, ასევე თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი - ვეტერინარი.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა სააგენტოს მიერ დაკვეთილი სამუშაოს - პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, ასევე ხორცის ჯანმრთელობის (ვარგისობის) ნიშანდება და ბეჭდით დამოწმება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ფინანსური გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი თითქოსდა ხორცს ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება. ხოლო შეუმოწმებელ პირუტყვის ხორცზე, თითქოსდა პროდუქცია აკმაყოფილებდა დაწესებულ სტანდარტს, დაიტანა ვარგისიანობის ნიშანდება.

„გარდა ამისა, მატერიალური გამორჩენის მოტივით ბრალდებულმა არ განახორციელა პირუტყვის ვაქცინაცია ე.წ. ,,თურქულზე’’, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაამზადა ყალბი დოკუმენტი ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე ფორმა N1ბ, თითქოსდა პირუტყვი იყო აცრილი.

ბრალდებული დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე, 210 - ე და 180-ე მუხლით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics