13:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 11:22:40, 1702 ნახვა

ეკონომიკა
უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქო­ნების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).

შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერ­ყე­ობდა 859-დან 868 აშშ დოლარამდე.   

ამავე პერიოდის მონაცემებით, გაყიდვების მიხედვით თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია:

  • ვაკე (თვეში საშუალოდ 529 ერთეული, 20.1%)
  • საბურთალო (თვეში საშუალოდ 406 ერთეული, 15.4%)
  • სამგორი (თვეში საშუალოდ 292 ერთეული, 11.1%)

სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყვე­ლა­ზე ძვირია მთაწმინდის რაიონ­ში (991 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (555 აშშ დოლარი).

  • ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 2.4%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
  • ქირის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა მთა­წმინდის რაი­ონ­ში (8.06 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - გლდანის რაიონში (4.31 აშშ დო­ლარი). 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების ქირის საშუალო ფასი მერყეობდა 6.88-დან 7.13 აშშ დოლარამდე.
  • ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 15.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.  
  • შეეხება კომერციული უძრავი ქონების ბაზარს, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერ­ციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1 016-დან 1 075 აშშ დოლარამდე.
  • ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში გაიზარდა 12.2%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარის საშუალო ფასი მერყეობდა 9.52-დან 10.58 აშშ დოლარამდე.

  • ქონების იჯარის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 33.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

გამოკვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი განაგრძობს ზრდას: სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა (+14.0% წინა თვესთან, +47.1% წინა წელთან) და 3331 ერთეული შეადგინა. ბაზარი გაიზარდა ა.წ. ივლისშიც (+4.3% წინა თვესთან), ხოლო აგვისტოში უმნიშვნელოდ შემცირდა (-0.3% წინა თვესთან).

  • თბილისის წილმა  ქვეყანაში განხორციელებულ გაყიდვებში პიკს მიაღწია და  42.1%-მდე გაიზარდა (39.2% ივლისში, 36.2% აგვისტოში).
  • უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ივლისი-სექტემბრის პერიოდის 15 000-მდე ტრანზაქცია.

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულ­ზე iset-pi.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics