10:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 10:37:08, 1444 ნახვა

სამართალი
შსს-ში ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები ბავშვებს ძალადობის  ფორმების, მათ შორის, ბულინგის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეების, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის და მათი პრევენციის, ასევე, ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ ესაუბრნენ. სამართალდამცველებმა ისეთი დანაშაულებიც განიხილეს, სადაც, შესაძლოა, ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლები ან მოწმეები.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს  გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და საკონსულტაციო ცხელი ხაზის - 116006-ის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა სტუმრებს კიბერდანაშაულის საფრთხეები გააცნო და ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობლობის შესახებ რჩევები მისცა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი კი მოზარდებს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ გააცნეს, მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ კანონით ყველა სახის ძალადობა ისჯება. შსს-ს წარმომადგენლებმა ბავშვებს კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს და ევროსაბჭოს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს.

ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღეს ევროპის საბჭოს „ლანზაროტეს  კონვენციის“ წევრი ქვეყნები  ყოველი წლის 18 ნოემბერს აღნიშნავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics