12:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 17:32:47, 1876 ნახვა

ეკონომიკა
კრწანისში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომი 5 027 000 ლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე 17313 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 5 027 000  ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე მოაწყოს  არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც განახორციელებს 10 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას. პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეორე გაყიდული ობიექტია. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა.
უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა და 5 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 30 ადამიანი დასაქმდება.

საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან დაკავშირებით  მიმდინარე წლის სექტემბერში პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სექტორს წარმოუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი, ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics