12:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 18:00:39, 1713 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის მერია: 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება

2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მომავალი წლის პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2017 წელს 62 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული ოდენობის თანხაა. 

ამასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 9 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).

რაც შეეხება გამწვანებას, ამ მიმართულებითაც 2017 წლის ბიუჯეტი იზრდება 3 მლნ ლარზე მეტით.

განათლებასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში კი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ ლარზე მეტია ზრდა - დასრულდება 10  დაწყებული  ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ 16,1 მლნ ლარით, მათ შორის, მკვეთრად შემცირდება საპრემიო ფონდი - 9,3 მლნ ლარით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics