2016-11-15 10:07:01, 1508 ნახვა
სამართალი
10 თვის ბავშვის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. ჩვილის ცემის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით)“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან