08:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 17:04:20, 1669 ნახვა

ეკონომიკა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გამოფენა "იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი" გაიხსნა

14 ნოემბერს  ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა "იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი" გაიხსნა.

საქართველოში პირველად  იტალიური კრეატიულობის საუკეთესო ნიმუშები გამოიფინა, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალურ ტანსაცმელი: Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Valentino, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce&Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები. წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი.

კომპანია Galgano&Tota-ს მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ ექსპოზიციას დიდი წარმატება ხვდა წილად იტალიისა და სხვა ქვეყნების  ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოში აღნიშნული გამოფენა გაიმართა იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ექსპოზიციას მხარს უჭერს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ღონისძიების გენერალური სპონსორია  "ვითიბი ბანკი“  .

 გამოფენას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 იანვრამდე გაგრძელდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics