|
2015-03-20 17:12:04, 1980 ნახვა
სამხედრო
გოჩა რატიანი მრავალშვილიანი არტილერისტის ოჯახს ესტუმრა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა არტილერიის დღე I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს, კაპრალ ირაკლი ღურწკაიას მიულოცა. მინისტრის მოადგილე მრავალშვილიან სამხედროს ოჯახში ეწვია, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ოჯახის უმცროსმა წევრებმა კი საჩუქრად სტაციონალური კომპიუტერი და ტკბილეული მიიღეს. აფხაზეთიდან დევნილი სამხედრო მოსამსახურე პენსიონერ დედასთან, მეუღლესთან და ხუთ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, ვარკეთილის მასივში მდებარე ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში ცხოვრობს. მინისტრის მოადგილესთან ერთად, მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა მოინახულეს. კაპრალი ირაკლი ღურწკაია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)