სასამართლომ რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა
სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროკურატურა 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ადვოკატის, ელენე მუმლაძის განცხადებით, მოსამართლემ ჯინჭარაძის ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინა და 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.