2016-11-12 12:21:40, 1768 ნახვა
სამართალი
ბათუმში მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში წუხელ 26 წლის მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი საავადმყოფშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ზურგის არეში ბასრი იარაღით, სავარაუდოდ დანით, 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯამრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან