2016-11-10 15:33:18, 1728 ნახვა
სამართალი
ქედაში საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
ქედაში საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს.
მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდნენ და მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ცხოვრება საფრთხის ქვეშ მოუწევთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან