|
2016-11-10 14:45:53, 1373 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: საქართველო ელექტრონული არჩევნებისთვის მზად არის, თუმცა ამას კანონმდებელთა მხარდაჭერა სჭირდება
ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც სრულიად მზად ვართ, რომ საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ამისთვის კანონმდებელთა მხარდაჭერაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენციის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, თუ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიღებული იქნება, საქართველოს ხელისუფლება ტექნოლოგიურად ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. „საქართველო, იმ შეფასების შედეგად, რომელიც ჩვენ შარშან ჩავატარეთ იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ეგიდით, ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც არის სრულად მზად არის, რათა საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს. ეს რომ მოხდეს, საჭიროა კანონმდებელთა მხარდაჭერა, საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა ამგვარი მოდელისადმი და ნდობა ამგვარი ტიპის არჩევნებისადმი. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება პარლამენტის მიერ მიღებული, აღმასრულებელი ხელისუფლება ტექნიკურად და ტექნოლოგიურად საქართველოში ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად, მისი კიბერშეტევებისგან დასაცავად არის 100%-ით მზად“, - განაცხადა წულუკიანმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)