08:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 14:38:30, 1456 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილისგან შენობის დაბრუნებას ითხოვს

ბიზნესმენთა ფედერაცია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან ფედერაციის შენობის დაცლას და ორგანიზაციისთვის დაბრუნებას ითხოვს.

 ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ კაპანაძემ ჩხარტიშვილის კუთვნილ ,,ეს ჯი კომპანის“ დირექტორს მამუკა ღვინიაშვილს,  დღეს  გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოუწოდებს უკან დაუბრუნოს ფედერაციას კუთვნილი შენობა. ,,იმისათვის, რომ აღდგეს ფედერაციის დარღვეული ქონებრივი უფლებები და თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი სასამართლო პროცესები, მოგიწოდებთ, უკან დაუბრუნოთ  ფედერაციას მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გერგეთის  N 3 - ში, ქ. თბილისი“ - ნათქვამია წერილში.

ამის შესახებ ბიზნესმენთა ფედერაციის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ფედერაციის ინტერესების დამცველმა გოჩა გოგიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ადვოკატმა მედიას ფედერაციასა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას შორის დადებული შეთანხმების და წარმოშობილი  დავის სამართლებრივი მხარე გააცნო. 

2008 წელს ფედერაციასა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ბიზნესმენი იღებდა ვალდებულებას დაენგრია არსებული ძველი შენობა და მის ადგილას მრავალსართულიანი ნაგებობა აეშენებინა. ამავე შენობაში შესაფერისი ფართი უნდა გადაეცა ბიზნესმენთა ფედერაციისთვის. ჩხარტიშვილს პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

როგორც ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი თამაზ კაპანაძე აცხადებს, ფედერაციას  აქვს უამრავი გეგმა და პროექტი განსახორციელებელი. შესაფერისი პირობების უქონლობის გამო ფედერაციას საქმიანობაში ხელი ეშლება.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics