08:25 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 13:27:21, 2006 ნახვა

მსოფლიო
შულცი: ტრამპის გამარჯვება ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებს გაართულებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის განცხადებით, "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებს გაართულებს, - ამის შესახებ შულცმა ტელეკომპანია WDR-ის ეთერში განაცხადა.

როგორც შულცმა აღნიშნა, აშშ-ი პოლიტიკური სისტემა საკმაოდ ძლიერია, იმისთვის, რომ ტრამპს გაუძლოს.

"აშშ-ი პოლიტიკური სისტემა საკმაოდ ძლიერია, იმისთვის, რომ ტრამპს გაუძლოს და ის შეაკავოს. თუმცა, ცხადია, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გართულდება", - განაცხადა შულცმა.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ ტრამპის პოლიტიკა არა ფაქტობრივ გადაწყვეტილებებზე არამედ რიტორიკაზე და ემოციებზეა აგებული.

"მე გაკვირვებული ვარ. ისევე, როგორც ბევრი სხვა, ჰილარი კლინტონის გამარჯვებას ველოდებოდი", - განაცხადა შულცმა.

მისივე თქმით, დრესდრეობით პოლიტიკა საყოველთაო პროტესტს ებრძვის, რამაც აშშ-ის არჩევნებზეც გავლენა იქონია.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ტრამპა გამარჯვება მხოლოდ იმის გამო მოიპვა, რომ "სოფლებში ხალხს მიმართავდა და ძველ დროში დაბრუნებას პირდებოდა".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics