08:26 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 12:22:27, 2307 ნახვა

მსოფლიო
მაიკლ პენსი: ჩემთვის დიდი პატივია ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვემსახურო

ეს ისტორიული დღეა, ამერიკელებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, ამერიკამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენმა განაცხადა.

როგორც პენსმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ემსახუროს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედია საშუალებები სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. ასე მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს კოლეგიის 288 ხმა, მაშინ როდესაც მის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს.

მედიის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდამჭერები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics