08:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 15:21:07, 2062 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

როგორც სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას დაპირდა, რომ ოდესის საზღვაო პორტის მშენებლობისა და რემონტის პროექტს მხარს დაუჭერდა, თუმცა პროექტის განსახორციელებლად არაფერი გაუკეთებია.

"მე ეს რეალურად მომბეზრდა. მე დავიღალე კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგრესის  ძალები პროგრესს უტევენ. ყველა ახალ წამოწყებას საფუძველშივე კლავენ. ყველაფერი ეს მთელი უკრაინის თვალწინ ხდება. ამდენჯერ არავის მოვუტყუებივარ, თან ასე ცინიკურად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა პოროშენკოს მიერ ახალგახსნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დახურვის გამო.

"არ აქვს მნიშვენლობა, ვის ექნება უკრაინელებისადმი აგდებული დამოკიდებულება - პოროშენკოს თუ  იანუკოვიჩს? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს მათ ? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ მიითვისებს ყველაფერს - კოვალჩუკი თუ კლიუევი? რა შეიცვალა ხალხისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის ბოლო წვეთი ელექტრონული დეკლარაციების შემოღება გახდა, რომლებშიც უკრაინელ ჩინოვნიკებს მილიონები ჰქონდათ მითითებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics