06:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 10:53:57, 1962 ნახვა

მსოფლიო
მონტენეგროს პროკურორი: რუსი ნაციონალისტები პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გეგმავდნენ

მონტენეგროს სპეციალური პროკურორი ილივოიე კატნიჩი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობას იძიებს, აცხადებს, რომ რუსი ნაციონალისტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, მილო ჯუკანოვიჩზე თავდასხმას გეგმავდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

კატნიჩის თქმით, ეჭვმიტანილების მიზანს მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება წარმოადგენდა. ამავე დროს, პროკურორი აცხადებს, რომ მას არ აქვს მტკიცებულებები, რომ თავდასხმის მცდლეობასთან რუსეთის ხელისუფლებას რამე სახის კავშირი აქვს.  

ოქტომბრის შუა რიცხვებში, საყოველთაო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მოქალაქეების ჯგუფი დააკავა, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.

მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2016 წლის მაისში მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს მოეწერა ხელი. ამჟამად ქვეყანას ნატო-ს სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics