23:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:44:04, 655 ნახვა

რეგიონი
ხარისხის ნიშნის მქონე რესტორნებისა და სასტუმროების რაოდენობა იზრდება

აჭარაში რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ხარისხის ნიშნის “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ მინიჭება გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, 1 ნოემბრიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც  26 განთავსებისა და კვების ობიექტში სანდასუფთავების, სურსათუვნებლობის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტები შემოწმდება.  დეკემბერში კი იმ ობიექტებს, რომლებიც საერთაშორისო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ გადაეცემა.

მათივე ცნობით, პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს  შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.

პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითი და უფასოა.

ამ ეტაპისთვის, პროექტში დარეგისტრირებული 106 ობიექტიდან ხარისხის ნიშანი მხოლოდ 48 რესტორანმა და სასტუმრომ მიიღო. წლის ბოლომდე, კი მათი რიცხვი ისევ გაიზრდება. ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში რაც შეიძლება ბევრი განთავსებისა და კვების ობიექტში ჩაერთოს. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ობიექტებს ხარისხის ნიშანი ენიჭება ჩვენი სურვილია აჭარაში არსებულ ყველა რესტორნასა და სასტუმროში იყოს დაცული, რაც საბოლოო ჯამში მომსახურების ხარისხზე აისახება და საერთაშორისო სტანდარტებს მიუხლოვდება. დეპარტამენტი შემდეგი წლისთვისაც გეგმავს პროექტის გაგრძელებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება,“ -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

(NS) 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics