2016-11-04 15:37:33, 1695 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, თბილისში არასრულწლოვანი გოგონას მონაწილეობით მკვლელობა მოხდა
„კურიერის“ ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშუალისთვის სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა, სადაც ნაგავსაყრელზე შუა ხნის მამაკაცის ფერფლი აღმოაჩინეს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი არასრულწლოვანი დააკავეს.
ადგილზე 24 საათია მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. მსხვერპლის ვინაობა ცნობილია გამოძიებისთვის, თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს დამატებითი ექსპერტიზა.
როგორც ცნობილია, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან