2016-11-03 12:33:17, 1758 ნახვა
ეკონომიკა
სოფელ ბარალეთში ხვალ რიგით 41-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
რიგით 41-ე საზოგადოებრივი ცენტრი 4 ნოემბერს სოფელ ბარალეთში გაიხსნება.
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად, ასევე ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზითა და ბიბლიოთეკით.
საზოგადოებრივი ცენტრით ბარალეთის მოსახლეობის გარდა, სოფლების: კოთელიას, კოჭიოს, იხტილას, ბუღაშენის, ტურცხის, დიდი სამსარის, პატარა სამსარის, მერენიას, ლომატურცხის, ღადოს, ზაკვის, ბალხოს, გომანის, ალათუბანის, აგანას, ბეჟანოს, აზავრეთისა და ბურნაშეთის 20 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან