|
2016-11-02 11:51:42, 843 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
აჭარის მაღალმთიანეთში საოჯახო სასტუმროს სახლების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის, 9 თვის მონაცემებით, პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტებს გასული წლისგან განსხვავებით მიმდინარე წელს 20-ზე მეტი საოჯახო სახლი ემსახურებოდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საოჯახო სახლებში გაიზარდა ღამისთევების რაოდენობაც. 9 თვის მონაცემებით, მაჭახელას, ქედისა და ხიხანის ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლებში ღამისთევების რაოდენობა 93%-ით გაიზარდა, რაც ციფრებში 5 151 ღამისთევას გულისხმობს. აღნიშნულ ტურისტულ მარშრუტებს შორის, განსაკუთრებული პოპულარობით ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტები სარგებლობს. +178% ღამისთევების რაოდენობა მაჭახელაში, + 99% ღამისთევების რაოდენობა ქედაში + 20%% ღამისთევების რაოდენობა ხიხაძირში. ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც. ჩხუტუნეთის, ქედისა და სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმებმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 9 120 ვიზიტორს უმაპისპინძლა, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. „წელს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ტურისტული მარშრუტების როგორც განვითარების ასევე პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ 17 ინფოტურს, რომლის ფარგლებში აღნიშნული ტურისტული პროდუქტების შესაძლებლობებს 300-მდე ტურიზმის დარგით დაინტერესებული ადამიანი გაეცნო. ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტზე ასევე გადავამზადეთ 18 გიდი, რომლებიც სრულად ფლობენ ინფორმაციას თუ რისი შეთავაზების ან დათვალიერების საშუალება აქვთ მაღალმთიანეთში ტურისტების წაყვანისას. სასიხარულოა, რომ ჩვენი აქტივობები აისახა საოჯახო სასტუმრო სახლებზეც და მათ გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლეს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 2015 წლის ბოლოდან მუშაობს აჭარაში საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებაზე. (NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)