05:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 10:39:29, 1610 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტომ რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონალური ინოვაციების დღეები მთელს საქართველოში ჩატარდება.

მათივე ცნობით, პირველი ღონისძიება 1-ელ  ნოემბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში (ლაღიძის #1) გაიმართება, რასაც მოსდევს ინოვაციების დღეების ციკლი ბოლნისსა და გორში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებს და სერვისებს.

ვიზიტის ფარგლებში  ზუგდიდის ტექნოპარკში  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID -ის პროექტ ZRDA - ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მოიცავს 3 წლიან თანამშრომლობას რეგიონებში ინოვაციებისა და საერთო სამეწარმეო გარემოს განვითარებისთვის.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება  საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების ორგანიზება რეგიონებში,  ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ინოვაციებისა და სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის გასაუმჯობესებლად და  დასაქმების ფორუმების ორგანიზება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics