2016-10-27 12:08:45, 1502 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 6 ქალია, - ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
როგორც ქორიძემ განმარტა, შეწყალებული პატიმრებიდან, 114 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, დანარჩენ 54 მსჯავრდებულს კი შეფარდებული სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდება.
"ეს საკმაოდ დიდი ციფრია, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებია ქვეყანაში, საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ ამის გათვალისწინებით იხელმძღვანელა კომისიამ, რათა ამ ადამიანებს მისცემოდათ შანსი ახალი ცხოვრების დაწყების. ეს პრეზიდენტმაც გაითვალისწინა", - განაცხადა ქორიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან