|
2016-10-27 10:05:23, 2432 ნახვა
სპორტი
პრემიერი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მადლობას უხდის
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშს გამოეხმაურა. მსოფლიო ბანკის ანგარიშით „Doing Business 2017” საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა და შარშანდელი მონაცემები 7 პოზიციით გააუმჯობესა. პრემიერმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „მისასალმებელია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა და დღეს, ჩვენ ვართ 190 ქვეყანაში, ათ ტოპ რეფორმატორთა სიაში. ეს დიდი შედეგია. მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა ვუთხრა, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს. ამ ორმა სამინისტრომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა გაწია”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ეს შედეგი თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ ინფორმაციის მიწოდება ყველა შესაძლო ინვესტორისთვის. ჩვენი მმართველობის პირობებში, არამხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, არამედ ჩვენ გვაქვს უმაღლეს პრინციპად გამოცხადებული ქონების საკუთრების ხელშეუხებლობა და საკუთრების დაცვა, და ძირითადი პუნქტები, რომლებშიც მიღწეულია პროგრესი, ეს გახლავთ ქონების რეგისტრაციის მიხედვით კრედიტის მიღება, მინორიტარული ინვესტირების უფლებების დაცვა, ბიზნესის დაწყება და მშენებლობის ნებართვა. ეს ის პუნქტებია, რომლებშიც მნიშვნელოვნად წინ წავიწიეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ ქონების, განსაკუთრებით საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით და ასევე არაერთი სხვა მიმართულებით",- განაცხადა პრემიერმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)