|
2016-10-25 13:36:42, 901 ნახვა
რეგიონი
ე.წ თავდაცვის მინისტრი: ოსი სამხედროები რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში იმსახურებენ
წლის ბოლომდე ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც ოს სამხედროებს რუსეთის არმიაში მსახურობის უფლება მიეცემა, - ამის შესახებ სააგენტო Tass-ი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის "თავდაცვის მინისტრზე" იბრაგიმ გასეევზე დაყრდნობით იუწყება. როგორც გასეევმა განაცხადა, ოს სამხედროებს, კონტრაქტის საფუძველზე, შეეძლებათ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში მსახურობა. ამასთან, ე.წ მინისტრის თქმით, ეს სამხედროების კარიერული ზრდის თვალსაზრისით ძალიან კარგია. "რუს კოლეგებთან საერთო აზრამდე მივედით. გვქონდა შიდა განხილვები, რომლებიც წარმატებით დასრულდა. ახლა განხილვებს რუსული მხარე ახორციელებს. შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერას წლის ბოლომდე ველოდებით", - განაცხადა გასეევმა. მისივე თქმით, შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება „სამხრეთ ოსეთის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მოდერნიზება“, და ადგილობრივი “შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)