|
2016-10-19 10:16:48, 909 ნახვა
რეგიონი
მესტიაში პროექტი „გენდერული თანასწორობის სკოლა“ ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, მესტიაში პროექტი - „გენდერული თანასწორობის სკოლა“ - განხორციელდა. მასში ადგილობრივი სკოლების IX-X კლასების 25 მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მონაწილეები გაეცნენ გენდერის ცნებასა და არსს, გენდერულ თანასწორობას, სტერეოტიპებს, გენდერულ ძალადობას. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეებისთვის გაიმართა ფილმების ჩვენება-დისკუსია, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციები; შესრულდა სხვადასხვა შინაარსის სავარჯიშოები. პროექტი მესტიის იუსტიციის სახლში ჩატარდა. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდულ პროგრამებს ახორციელებს. მათი მიზანი სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)