|
2016-10-17 16:12:29, 920 ნახვა
რეგიონი
სოხუმში მნიშვნელოვან ობიექტებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში დაცვა გააძლიერეს (ვიდეო)
სოხუმში დეფაქტო ხელისუფლების ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო თათბირი გამართა და ქალაქში მდებარე ყველა საჯარო თავშეყრის ადგილის, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების გაძლიერებული დაცვის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ძალოვანებმა" ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება უნდა ჩაატარონ, იმისთვის, რომ თვითმკვლელი მამაკაცის ვინაობა დაადგინონ. შეგახსენებთ, სოხუმში ადგილობრივი ტელერადიო კომპანიის შენობის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. როგორც მედია საშუალება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა აღმოჩენილი. მედიის ცნობით, აფეთქება დილით 07:05 საათზე მოხდა. დაღუპულის ვინაობა ერჯერობით უცნობია. ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)