|
2016-10-11 14:30:41, 1355 ნახვა
სხვადასხვა
კომპანია Samsung-ი მომხმარებლებს ურჩევს, Galaxy Note 7 არ გამოიყენონ
კომპანია Samsung-მა სმარტფონების უახლესი მოდელის Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, სამხრეთკორეულმა კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ცნობები, რომ აალების რამდენიმე შემთხვევა მობილური ტელეფონების შეკეთების შემდეგაც დაფიქსირდა. Samsung-ი მოუწოდებს მომხრებლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს სმარტფონის ახალი მოდელი, გამორთონ და არ გამოიყენონ ის, ვიდრე სპეციალისტები ხარვეზის მიზეზს არ დაადგენენ. "ვინაიდან ჩვენს მთავარ პრიორიტეტს მომხმარებლების უსაფრთხოება წარმოადგენს, Samsung-ი მოუწოდებს მსოფლიოში ყველა პარტნიორს, შეაჩერონ Galaxy Note 7-ის გაყიდვა და გაცვლა გამოძიების დასრულებამდე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამჟამად ცნობილია Galaxy Note-7-ის ახალი მოდელების აალების სულ მცირე ორი შემთხვევა. Samsung-ი იძულებული გახდა, სმარტფონის ახალი მოდელი გამოეშვა მას შემდეგ, რაც სექტემბერში რამდენიმე მოწყობილობა აალდა და აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანია T-Mobile-მა Galaxy Note 7-ის გაყიდვა მთლიანად შეაჩერა, ასევე უარი თქვა, ძველი მოდელების ახლებზე გაცვლაზე. ანალოგიური გადაწყვეტილება სავაჭრო ქსელმა AT&T-მაც მიიღო.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)