|
2016-10-08 21:09:46, 1276 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე მხარდამჭერებს: გპირდებით, სანამ ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, თქვენს ინტერესებს დავიცავთ
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კახალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძემ პირობა დადო, რომ მუდამ ხალხის ინტერესებს დაიცავენ და სამშობლოს გვერდით იდგებიან: „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამარჯვება. ესაა იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ. მინდა, თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გადავუხადო დიდი მადლობა, რომ დააფიქსირეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მნიშველოვანი აგური დადეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. გვესმის, თუ რამხელა პოასუხისმგებლობა გვაქვს აღებული მოსახლეობის წინაშე. პირობას გაძლევთ, სანამ ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, ვიქნებით მუდამ ხალხის გვერდით, ჩვენი სამშობლოს გვერდით და ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერესებს“,-აღნიშნა კახი კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)