|
2016-10-08 11:04:16, 1347 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნათელაშვილი: 8-ზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს
8-ზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს, არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კორპუსის ტერიტორიაზე, 48-ე უბანზე დააფიქსირა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ამომრჩებელს აქტიურობისკენ მოუწოდა და წინასწარ განაცხადა, რომ ეგზიტპოლებს, რომელიც დღის ბოლოს გამოქვეყნდება, არ ენდობა. „8-ზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს. არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია და ფული გადახდილია. დაველოდოთ ნამდვილი ოქმების დათვლის შედეგებს. იმისათვის, რომ არჩევნები გამოვიდეს ისტორიული, საჭიროა ხალხის მასობრივი აქტიურობა. ყველანი გამოდით სახლებიდან, უბნებიდან, სამსახურებიდან, დღეს უფრო დიდი საქმე საქართველოს არ გააჩნია", -განაცხადა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)