00:23 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 09:58:42, 1237 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს

ძალიან კარგი განწყობა მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ ყველა ერთად, უარს ვეტყვით უნიათობას; უარს ვეტყვით ტყუილს და დაპირისპირებას და ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს,  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, საქართველოში მშვიდობიანი და ღირსეული არჩევნები ჩატარდება.

ამასთან, მანვე მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და ხმა ქვეყნის მომავალს მისცენ.

„მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, მობრძანდეს და მშვიდ, წყნარ ვითარებაში დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხელისფულება ყველაფერს აკეთებდა არეულობის, შიშის განცდის დასამკვიდრებლად. მის დასამკვიდრებლად, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდი უნდა მოხდეს არჩევნების დღეს. მე ყველას ვეუბნები, არაფერი ცუდი არ მოხდება, ყველა ერთად მობრძანდით, ხმა მიეცით თქვენს მომავალს, თქვენი ოჯახის, თქვენი ქვეყნის მომავალს და ყველამ ერთად ავირჩიოთ უკეთესი საქართველო. საქართველო, რომელიც მიდის წინ, საქართველო რომელიც ვითარდება",- განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics