23:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 15:45:18, 1337 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი წარმოების პროცესს გაეცნო  კიდევ ერთ ახალ საწარმოში,  რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. 

ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სამგორში მდებარე საწარმო „გვგ პლასტი“  სხვადასხვა ზომისა და ფორმის პოლიეთილენისა და ბოთლების ჩასაწყობ ცელოფნის პარკებს აწარმოებს.

უწყების ინფორმაციით,  კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რისი საშუალებითაც ბაზარს  უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის.

„კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მთლიანი ინვესტიცია 750 000 დოლარზე მეტია. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებით იწარმოება ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი.  სწორედ ეს არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიზანი, რაც ჩვენს შემთხვევაში მიღწეულია. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ მოახერხა იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და დღეს უკვე ის მუშაობს ექპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

 კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, შპს „გვგ პლასტი“ უკვე თანამშრომლობს და ამარაგებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა:  „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „SPAR“, „იოლი“, „ავერსი“, „კოდა“ და „გორგია.“ 

საწარმო  მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics