00:50 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 15:41:26, 3831 ნახვა

კომენტარი
ლევან ჩაჩუა: ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა ჩივილსა და კომპენსაციის მოთხოვნას არ აპირებს. ამის შესახებ ჩაჩუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.
"ადამიანები არიან ყველგან და ხდება შეცდომა. არ არის ეს ქვეყნის დაქცევა, სამწუხაროა რომ მოხდა, მაგრამ ვუჩივლო,  ვის უნდა ვუჩივლო? მართალი რომ ვიყავი ვიცოდი",-განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება  მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. სასამართლომ ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოც გაუუქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics