13:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 16:03:01, 1573 ნახვა

სამართალი
შსს-ს ადასტურებს, რომ გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ გამოცხადებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე გამოკითხვაზეა დაბარებული და ის უწყებაში ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

„გივი თარგამაძე გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.  ჩვენი ინფორმაციით, ჯერჯერობით  ვერ ახერხებს  მობრძანებას“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ზედმეტია.

ცნობისთვის,4 ოქტომებრს, კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics