00:54 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 15:05:23, 2604 ნახვა

მსოფლიო
იდლიბის პროვინციაში ISIS-ის ტერაქტს 29 ადამიანი ემსხვერპლა

სირია-თურქეთის საზღვართან ახლოს აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი გარდაიცვალა, 40-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, აფეთქება იდლიბის პროვინციაში ყარაულის შეცვლის დროს მოხდა.

როგორც BBC ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, უცნობია თუ რამ გამოიწვია აფეთქება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. კიდევ ერთი ვერსიით, აფეთქება დისტანციური მართვით მოხდა.

"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფ სააგენტოს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა და მისი სამიზნე აჯანყებულთა კონვოი იყო.

ამასთან, ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ტერიტორიაზე ყუმბარებით სავსე დიპლომატი აფეთქდა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში იდლიბის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოწყობილ ტერაქტს 32 მეამბოხე ემსხვერპლა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics