|
2016-10-06 13:25:03, 4158 ნახვა
კულტურა
ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენის გახსნა და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, გამოფენა ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 140-მდე ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). მათ შორის უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ნამუშევართა დიდი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა. ლალი ზამბახიძე – საქართველოს დამსახურებული მხატვარი დაიბადა 1941 წელს დაბა ჩოხატაურში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1966-67წ.წ. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს" მხატვრული რედაქტორი, ხოლო 1967-90წ.წ. ჟურნალ „ნიანგის" ილუსტრატორი გახლდათ. ლალი ზამბახიძე 1971 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1996-2003წ.წ. მხატვართა კავშირის მდივანი, გრაფიკის სექციის თავჯდომარე. 1967 წლიდან დღემდე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 2003-06წ.წ. კი დაზგური გრაფიკის დეპარტამენტის თავჯდომარე. მან არაერთ ცნობილ მხატვარს გაუკვალა გზა სახელოვნებო სარბიელზე. ლალი ზამბახიძის შემოქმედებით კრედო დამყარებულია პლასტიური ნახატის ფორმის ძერწვაზე, ტონისა და ფერის მდიდარ ნიუანსებზე. ფორმათა დინამიკას, თავისუფალ მონასმს სახეთა ზუსტი დახასიათებისთვის იყენებს. მხატვარი ერთგული რჩება მისი მიერ არჩეული რომანტიული მიმართულების. კონტრასტზე, ლაკონურობაზე აგებული მისი კომპოზიციები გამიზნულია ზუსტი განწყობის გამოსახატავად. მხატვარი მუშაობს აკვარელის, აკრილის, ოფორტის, მონოტიპიის და სხვა შერეულ ტექნიკებში. გამოფენა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)