13:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 13:23:38, 1489 ნახვა

სამართალი
აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს ზიანს აყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გუშინ, თბილისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია   ნათქვამი, აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

„აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, „პირიმზესთან“  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია ოთხი პირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics