23:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 13:21:49, 1275 ნახვა

კომენტარი
ახვლედიანი: არავის ჩემთვის ბოდიში არ მოუხდია, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიამ ჩემი ნომერი არ იცის

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით,  საუბრის ჩაწერის გამო, ნიკა გვარამიას მისთვის  ბოდიში  ჯერ არც საჯაროდ და არც პირადად  არ მოუხდია. 

როგორც ახვლედიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია:

 „ეს მისი გადასაწყვეტია.არავის  ჩემთვის არანაირი ბოდიში არ მოუხდია, არც საჯაროდ და არც პირადში. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ტელეფონის ნომერიც არვიცი, სავარაუდოდ, მანაც არ იცის ჩემი ნომერი“,-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, "მამუკა ახვლედიანი - ნიკა გვარამია"- ამ სათაურით გამოქვეყნდა  თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას   საუბრის  ფარული  ჩანაწერი.

 ჩანაწერი YouTube-ის გვერდზე - Creative Georgia News-ზე დაიდო.

მოგვიანებით,  ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი თავად  გააკეთა და ის მის პირად კომპიუტერში ინახებოდა.

მამუკა ახვლედიანმა კი აღნიშნა,  რომ  არ იცოდა, თუ მისი საუბრის ფარული ჩანაწერი ნიკა გვარამიამ გააკეთა.

მისივე განმარტებით,  ჩანაწერში განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, რასაც საჯაროდ არ ამბობს,  თუმცა ფიქრობს,  რომ  ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერის გამო,  მისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics