|
2016-10-03 13:44:58, 1400 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა თრაქ ენდ ბას“ - თბილისის განახლებული ავტოპარკი
მიმდინარე წელს მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გერმანულმა კომპანია "MAN Truck and Bus AG"-მ გაიმარჯვა. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ გახლავთ. "MAN Truck and Bus AG" ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ მსოფლიო ბაზარზე და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელს მსოფლიოში უდიდესი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს. "MAN Truck and Bus AG"-სა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ავტოპარკი, უკვე სექტემბრიდან 143 ერთეული უახლესი „MAN Lion's City CNG“ ტიპის 2016 წლის ავტობუსებით ეტაპობრივად განახლდება. 30 სექტემბერს ვარდების მოედანზე პირველი 10 ავტობუსის გადაცემის ოფიციალური გადაცემა ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან, EBRD-ისა და კომპანია „Man Truck and Bus AG“-ის წარმომადგენლებ. „MAN Truck and Bus AG"-ის სათაო ოფისიდან ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ავტობუსების წარმოების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი რუდი კუხტა, რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი რომან ზიტე, ავტობუსების რეგიონალური მენეჯერები რომან კალუჟინსკი და დიტრიხ ფონ ვისმანი. საზეიმო სიტყვის შემდეგ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა რუდი კუხტამ ქალაქის მერს, ბ-ნ დავით ნარმანიას ავტობუსის სიმბოლური გასაღები გადასცა, რის შემდეგაც ავტობუსებმა სიმბოლურად პირველი მოკლე მარშრუტი შეასრულეს. „MAN“-ის ავტობუსები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ სხვა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. აღნიშნული ავტობუსების საგარანტიო სერვისს და სრულ ტექმომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“.
(R)
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)